17:14 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 14:46:14, 618 ნახვა

გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 35 484 კვადრატული მეტრია, განთავსდება ორი საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, მოეწყობა დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი. ასევე, დახურული სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად. პარკის გარშემო  საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა, რომელიც დაახლოებით 700 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, პარკში არსებული მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა სრულად იცვლება და სეპარირების ურნები დამატებით განთავსდება. გარდა ამისა, ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა.

ამასთან, აღნიშნულ პარკში სანიტარული ჭრის ფარგლებში, მოიჭრება ზეხმელი ხეები, დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი; ამერიკული ნეკერჩხალი; მინდვრის ნეკერჩხალი; იტალიური ფიჭვი; უნგრული ცაცხვი; ამბრის ხე; არიზონის კვიპაროსი; არღავანი; გრძელფოთოლა იფანი; კატალპა; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა); იაპონური სოფორა; ოქროსფერი ნეკერჩხალი; ლეილანდის კუპრესოციპარისი; ფოტინია; უცვეთელა; იასამანი; სურნელოვანი ოსმანთუსი; მარადმწვანე ძახველი; ტუია.), ასევე, დაიგება ბალახის საფარი.

პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით  სამშენებლო კომპანია „აქსისი“ დაინტერესდა, რომელსაც სურვილი აქვს, რომ პროექტის განხორციელებაში  საკუთარი წვლილი შეიტანოს.

გოძიაშვილის სახელობის პარკში კეთილმოწყობის სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 497 152 ლარია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics