17:14 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-31 11:08:32, 389 ნახვა

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში და  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ: ა.მ-მ შემდგომი გასაღების მიზნით გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 8.0365  გრამი ნარკოტიკული  საშუალება „კანაფის ფისის"  შემცველი პლასტიკური ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობით 1.7265 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის" შემცველი პლასტიკური ნივთიერება 2018  წლის 14  მარტს, 26 მარტს და 27 მარტს 400 აშშ დოლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ნ.ს-ზე (რომელიც თანამშრომლობდა გამოძიებასთან).

სამართალდამცველებმა ა.მ. 2018 წლის 29 მარტს დააკავეს. ა.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 4.92 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის" შემცველი პლასტიკური ნივთიერება, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 1.39 გრამი ნაროტიკული საშუალება „კანაფის ფისის" შემცველი პლასტიკური ნივთიერება.

 ა.მ-ს ბრალდება  წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვისა და  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics