|
2018-08-30 16:41:19, 420 ნახვა
გახარია: ჩვენი და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა და ჰეროინის ტრეფიკის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია
საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებასა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და რამილ უსუბოვმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ტურისტული ნაკადების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები. “ვისაუბრეთ საზღვრის მართვაზე. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარკოტრაფიკის კონტროლი. ამ მიმართულებით გამოწვევები საკმაოდ დიდი, განსაკუთრებით ირანის ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ, რომ კონკრეტულად ჰეროინის ტრაფიკს ირანიდან ერთობლივად ვებრძოლოთ. ეს სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, აქ მხოლოდ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა არის გამოსავალი. სხვანაირად ცალკეულ სახელმწიფოებს მსგავსი ტრანზიტის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდებათ”, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შემდეგ. საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)