|
2018-08-30 15:38:22, 1945 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში
საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ივლისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ და ტურიზმიდან მიღებულმა გაზრდილმა შემოსავლებმა. „2018 წლის ივლისში საქონლის ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 13.8 პროცენტით (52.0 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 430.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური პოლიტიკა, გვაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი და ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომავალ პერიოდშიც", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)