|
2018-08-26 14:26:41, 779 ნახვა
ვაშაძე: მაკკეინი მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ის გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც ღიად გამოდიოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. „ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო" არ არის, არის საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში არიზონას შტატში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ინფორმაცია გავლენიანი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ, ოჯახმა გაავრცელა. როგორც ცნობილია მაკკეინი თავის კიბოს ებრძოდა და მძიმე ოპერაციაც გადაიტანა. 2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი. ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა განაცხადა რომ, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)