|
2018-08-26 06:12:29, 1431 ნახვა
გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა
81 წლის ასაკში საკუთარ სახლში არიზონას შტატში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ინფორმაცია გავლენიანი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ, ოჯახმა გაავრცელა. როგორც ცნობილია მაკკეინი თავის კიბოს ებრძოდა და მძიმე ოპერაციაც გადაიტანა. 2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი. ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა განაცხადა რომ, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს. 1982 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო უბნიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ იგი 1986 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატში არიზონიდან და ხელახლა აირჩიეს 1992, 1998 და 2004 წ.წ. სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)