|
2018-08-17 14:10:49, 368 ნახვა
რიჟვაძე: ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია
„ისრაელიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძე დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შაბთაი ცურს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს, რაც რეგიონულ დონეზე წარმატებული თანამშრომლობითაც გამოიხატება. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბათუმი 2012 წელს ისრაელის ქალაქ აშდოდს, ხოლო 2018 წელს ქალაქ ნეთანიას დაუმეგობრდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის კვლავ წარმოადგენს ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას, საიდანაც ტურისტების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად იზრდება (ზრდა 56%). ისრაელი რეგიონში შემოსული ტურისტების რაოდენობის მხრივ მეხუთე ადგილზეა. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც: წლევანდელ სეზონზე ბათუმი-თელავივის მიმართულებით კვირაში 10-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო ფრენა დაფიქსირდა. შეხვედრაზე რეგიონის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)