|
2018-08-09 13:06:36, 445 ნახვა
საქართველოს იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ
საქართველოს ვიზიტით იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ, რომლებიც ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ. ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა „Mainichi Shimbun"-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს. საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ შემდეგ ღვინის საწარმოებსა და მარნებს: „ალავერდის მონასტერი", „ორგო/თელედა", „ბაბანეურის მარანი", „შუხმანის ღვინოები", „შატო მუხრანი", „თელავის ღვინის მარანი" და „მეღვინეობა შუმი", სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები. ასევე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს. სტუმრები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით-ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ. საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს" ჩართულობით განხორციელდა. იაპონია, ბოლო წლებში გამოიკვეთა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს. შედეგად, გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც - 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%).
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)