|
2018-08-08 13:01:49, 782 ნახვა
„ეს ის კითხვებია, რასაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა სვამდნენ“ - ზურაბიშვილი ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ადანაშაულებს
„უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან“, - ასე შეაფასა პრეზიდენტობის კანდიდატმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მიზეზები. სალომე ზურაბიშვილი, აგვისტოს ომის დაწყებაში ისევ საქართველოს ადანაშაულებს. „თუ თქვენ გინდათ კვალიფიკაცია, იმის თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას, როგორი კვალიფიკაცია უნდა მივცეთ იმ მოვლენებს, როცა დაიწყო საომარი მოქმედებები, იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა? იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული, თავისი ყველა მოკავშირეებისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა. როცა შენ დახმარების იმედი არ გაქვს, როცა შენ უპირატესობა არ გაქვს, როცა მოულოდნელობის ფაქტორი შენს მხარეს არ არის, რომ შენ სიურპრიზით იმოქმედო, როცა ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლება და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია? უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან. ეს არის ის კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა სვამდეთ, რომელზედაც ანალისტები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ეს სიძულვილი, რაც არის ქვეყანაში, რაზედაც ჩემზეც წამოვიდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სიტუაცია, სწორედ ერთად დგომით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილმა აღნიშნული განცხადება მუხათგვერდის სასაფლაოზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა, სადაც ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგო.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)