|
2018-08-01 14:05:18, 460 ნახვა
გიორგი ვაშაძე NDI-ს კვლევებზე: ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“
„ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის“, - ასე შეაფასა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, NDI-ის კვლევის შედეგები. მისი განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის და ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დგამდა. „ისტორიულ მინიმუმზე, 10%-ზეა ჩამოსული მოსახლეობის განწყობა ანუ 18% ამბობს მხოლოდ რომ სწორი მიმართულებით მიდის. აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველო მიდის არასწორი მიმართულებით ან საერთოდ არაფერი არ იცვლება. ეს არის განაჩენი „ქართული ოცნებისთვის. რაც არ უნდა ახლა ისაუბრონ ამაზე, სწორედ აქედან არის, რომ იგონებენ დამოუკიდებენ კანდიდატს, სხვადასხვა მექანიზმებს, არ უშველით ეს თამაში და კიდევ ერთი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას უკიდურესად ნეგატიურად აფასებს საზოგადოება, ამანაც კი ვერ უშველათ, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში იღებს, არაფორმალური ლიდერი ივანიშვილი, რომელიც საბოლოოდ უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვის პროცესს, საზოგადოება აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია, რომ ის უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რასაც გვთხოვს, გაერთიანდით, ერთად დადექით, სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ „ძალა ერთობაშია“, სწორედ ამიტომ გვყავს ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი, სწორედ ამიტომ ვიბრძვით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ NDI- ს კვლევების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)