13:45 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 16:57:41, 1585 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ის რეფორმები, რომელიც მთავრობის პაკეტშია, ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება

დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მლნ ლარია დაბრუნებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლები 6 თვეში 163 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება გადაჭარბება და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების ტენდენციას. გასულ სრულ წელს, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებული იყო 224 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ, არ იყო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ აღნიშნულ არასრულ 7 თვეში, უკვე მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ გასული წლის მაჩვენებელს, რაც ასევე, დამატებითი წყაროა საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისთვის", - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია დადებითი დინამიკა ინფლაციის კუთხით.

„ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე დაბალია და შეადგენს, დაახლოებით, 2,5%-ს,  საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც დამატებითი პოზიტიური ფაქტორი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო დასაჩქარებლად. ასევე, მინდა შევეხო იმ პერსპექტივას, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ამ მხრივ, დავეყრდნობი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში მომდევნო პერიოდში, იქნება მაღალი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს  ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონში, ხოლო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მთავრობის პაკეტშია,  დამატებით იქნება ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics