17:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 13:24:19, 310 ნახვა

გიგლა აგულაშვილის განმარტებით, ხევსურეთში მეწყერის ჩამოწოლის მოლოდინი იყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ხევსურეთში, შატილიდან 25 კილომეტრში  მეწყერის ჩამოწოლის მოლოდინი იყო.  

მისივე  განმარტებით, ადგილი სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთ-ერთ გეოლოგიურ ანგარიშში მოხვედრილი იყო. 
მინისტრის თქმით, მეწყერმა ხევსურეთში ქონებრივი ზარალი გამოიწვია და სავარაუდოდ, არის მსხვერპლიც. 
„სამწუხაროდ, უამინდობის გამო გუშინ ხევსურეთში ავტოტრანსპორტით ჩასვლა ვერ მოხერხდა, მაგრამ კომუნიკაციაში ვართ კრიზისების მართვის საბჭოსთან  და შსს-სთან. ჩვენი გეოლოგები ადგილზე ჩავლენ და ვიდეო-ფოტო მასალა იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ მასშტაბები არ არის ძალიან დიდი. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი და ქონებრივი ზარალი გამოიწვია ამ პროცესმა. ეს ადგილი ჩვენს ერთ-ერთ გეოლოგიურ ანგარიშში მოხვედრილი იყო და მოლოდინი იმისა, რომ აქ შესაძლებელი იყო ასეთი პროცესები განვითარებულიყო, არსებობდა. სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის არ ითვალისწინებენ ამ ტიპის რეკომენდაციებს. რაც იმას მოწმობს რომ მეტი ჩართულობა და მეტი ინფორმირება არის მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა აგულაშვილმა. 

ცნობისთვის, გუშინ, შატილიდან 25 კილომეტრში, დაუსახლებელ პუნქტში  მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, სავარაუდოდ, 1 მწყემსია დაკარგული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics