|
2018-07-27 11:55:47, 419 ნახვა
ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების რეაბილიტაცია 52 მისამართზე მიმდინარეობს
ვაკის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა და მათი საერთო ქონების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. სხვადასხვა მისამართზე ლიფტების განახლება, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეებისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, სულ რაიონის მასშტაბით, 52 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რაზეც 846 589 ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია ექვს მისამართზე უკვე დასრულდა, რაზეც 39 274 ლარი დაიხარჯა. სართულშუა ნაპრალების ამოვსება ხუთ მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც 60 839 ლარი გამოიყო, მრავალბინიანი კორპუსების სახურავები კი, შვიდ მისამართზე განახლდა. გადახურვის რეაბილიტაციისთვის 80 548 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სადარბაზოების რეაბილიტაციას, ორ მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა, სამ ობიექტზე კი, სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. სადარბაზოების დასრულებულ და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე 63 103 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე პროექტებს შორის, ასევე, ლიფტების სრული რეაბილიტაცია შედის. აღნიშნული მიმართულებით, სამუშაოები 25 მისამართზე ხორციელდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 405 267 ლარი გამოიყო.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)