|
2018-07-26 12:38:33, 963 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიაზე პრეზენტაცია წარადგინა
„გალტ ენდ თაგარტმა“ ღვინის ინდუსტრიის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ბანკის კორპორატიული კლიენტები, მცირე და საშულო ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სპეციალური მოხსენებით წარსდგა ღვინის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ამერიკიდან, Master of Wine- ლიზა გრანიკი. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია ღვინის ბაზრის გლობალურ ტენდენციებთან დაკავშირებით, განხილულია ღვინის სექტორში არსებული ვითარება საქართველოში, ქართული ღვინის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე, ადგილობრივი ბაზრის განვითარების პოტენციალი და ასევე, ღვინის ბიზნესის გამოწვევები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით ღვინის წარმოების და მოხმარების შემდგომი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. ამასთან, ღვინის ადგილობრივ მოხმარებას ტურიზმი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს და ღვინის ტურიზმის პოტენციალი ასათვისებელია. კვლევაში ასევე გაანალიზებულია, თუ რა როლს თამაშობს ღვინის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ: დასაქმების, მომგებიანობისა და ექსპორტის მიმართულებით. ასევე, კვლევაში ხაზგასმულია ღვინის სექტორის დინამიური ზრდის ბოლოდროინდელი ტრენდი. „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში ღვინის სექტორის გამოწვევად დასახელებულია დაბალი მოსავლიანობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ღვინის ფალსიფიცირება და ასევე ვაჭრობის დაფინანსება. რაც შეეხება მის პერსპექტივებს, კვლევაში დასახელებულია: მზარდი საექსპორტო ბაზრების, ღვინის ტურიზმის, ქვევრის ღვინისა და ნიშური ღვინის წარმოების შესაძლებლობა, მზარდი ადგილობრივი მოხმარება მაღალხარისხიან ბოთლის ღვინოზე.
(R)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)