16:28 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-23 15:28:24, 804 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2018“ 1 აგვისტოს იწყება

„1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018" მეოთხედ უმასპინძლებს. წელს წვრთნაში გაზრდილია მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის, ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მზარდ მხარდაჭერას საქართველოს, როგორც „ღირსეული პარტნიორის“ მიმართ და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ არმიჰოლში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოწვეულ სტუმრებთან სწავლების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო თავსებადი გახდეს.

საინფორმაციო ბრიფინგზე მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. წელს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics