|
2018-07-19 17:42:30, 1380 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ბლოკჩეინის პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე განიხილეს
„ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალურ სამიტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება განიხილეს. სამიტის სამუშაო სესიაზე „ინოვაციები საჯარო სერვისებში" პანელურ განხილვაში მონაწილეობა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა, პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ მიიღეს. პანელზე ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების მიმართულებით საჯარო რეესტრის მიღწევებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო, ასევე, დაგეგმის პროექტებს - უძრავი ქონების ტრანზაქციებში სმარტ კონტრაქტების დანერგვას, საერთაშორისო შესყიდვების ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებას და ამ მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოებს. „ჩვენ დღეს, OGP სამიტზე საჯარო სექტორში ბლოკჩეინის გამოყენების შესახებ ვსაუბრობთ. ეს სისტემა კარგად მიესადაგება ღია მმართველობის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია. აღსანიშნავია, რომ, საჯარო რეესტრი და ზოგადად იუსტიციის სამინისტრო მუდმივად გამოირჩეოდა ინოვაციებით და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარების თხოვნით მოგვმართავენ არა მხოლოდ ადგილობრივი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორი, არამედ სხვა ქვეყნების მთავრობებიც და ჩვენ, რა თქმა უნდა, აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან"- აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა. „ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი (OGP) 17-19 ივლისს, თბილისში ტარდება. OGP-თვის ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია, რომელიც მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებს. ფორუმს ესწრებიან მონაწილე ქვეყნების დელეგაციები - უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მედიის წარმომადგენლები. „ღია მმართველობის პარტნიორობა" (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს OGP-ის შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)