12:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 19:52:07, 754 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს

„ანაკლიის პორტი მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ნავსადგურის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ე.წ. „მოკლე სიაშიც“ გადასულია ორი კონსორციუმი. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე მათგან გამარჯვებული გამოცხადდება, პროექტის განხორციელება კი 2016 წლის ზაფხულში დაიწყება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის. ის მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს. ის დაასაქმებს ბევრ ადამიანს არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, დღეს ანაკლიის პორტის პროექტის მასშტაბი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. მასში გათვალისწინებულია ჩინეთის დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით.

მისი განცხადებით, პორტის განვითარების პირველი ეტაპი არის საქართველოს გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო სამი ეტაპის განხორციელების შემდეგ, გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის შექმნა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩატარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომელთაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, რომ შემდგომი გაფართოება განახორციელოს. ამასთან, რაც შეეხება ანაკლიის კურორტს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, როგორც უშუალოდ ანაკლიაში, ისე მთლიანად სამეგრელოს რეგიონში არაერთი კულტურული ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics