|
2018-07-17 15:58:05, 768 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ და გიორგი ჩიქოვანმა იტალიელ კოლეგასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩიქოვანი იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილეს მიკელე ჯერაჩის შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა იტალიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და აღნიშნა, რომ ის დიდ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ბიზნესებს შორის ახალი ორმხრივად მომგებიანი კავშირების დამყარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკაში, განახლებად ენერგიის წყაროების ათვისებასა და სხვა. ქართულმა მხარემ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ტენდენციების, მიმდინარე რეფორმებისა და ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო ინიციატივების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში". აღინიშნა, რომ სააგენტო უკვე მეორე წელია ქ. მილანში, ტყავისა და ტყავის პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა LineaPelle-ზე ქართული კომპანიების მონაწილეობას ორგანიზებას უწევს და თანადაფინანსებას ახორციელებს. გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში" - ის თანადაფინანსებითა და ორგანიზებით, 2019 წელს, ასევე, იგეგმება ქართული არქიტექტორული და ინტერიერის დიზაინის კომპანიების მონაწილეობა იტალიაში, ქ. მილანში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაზე Salone del Mobile Milano. ასევე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო შესაძლებლობებზე სხვადასხვა საინვესტიციო სექტორებში, მათ შორის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO), ასევე, წარმოების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის შორის ძალიან დიდია და მას გაღრმავება და განვითარება სჭირდება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)