|
2018-07-16 15:44:12, 366 ნახვა
კობახიძე: დარწმუნებული ვარ, შალვა თადუმაძე წარმატებით გაართმევს თავს პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებას
„გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე - შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, შალვა თადუმაძეს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. „დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა მთავარი პროკურორის და შემდეგ უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი შალვა არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და არსებობს მოთხოვნები კონკრეტული მიმართულებებით უწყების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. „არის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროკურატურის წინაშე. საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია ბატონ შალვა თადუმაძეს ამ თანამდებობის დაკავება. არის სერიოზული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შალვა ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)