|
2015-06-01 10:49:47, 769 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ ბავშვებისთვის საოცნებო ტექნიკაზე ფასები ნახევრდება
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. კომპანიის ინფორმაციით, „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვებისთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ტექნიკას-პლანშეტებსა და სმარტფონებს მათი მშობლები განახევრებულ ფასად შეიძენენ. „ტექნო ბუმი“ ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურად თქვენთვის პლანშეტებსა და სმარტფონებზე ფასები განახევრდება. მშობლებს ვურჩევთ, რომ გამოიყენონ ეს შანსი „ტექნო ბუმისგან“, გაახარონ მათი შვილები და შეიძინონ ყველა ბავშვის საოცნებო ტექნიკა 50%-იანი ფასდაკლებით“, -აცხადებენ კომპანიაში. გარდა ამისა, „ტექნო ბუმი“ განაგრძობს წლის ინოვაციურ აქციას და მსოფლიო ბრენდების მაცივრების განვადებით შეძენისას, ყველა მომხმარებელს 50-დან 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე დაუბრუნებს, რომელსაც თქვენი სურვილის მიხედვით ნებისმიერ ადგილას დახარჯავთ. პარალელურად, „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში გრძელდება ფასდაკლების აქციები კონდიციონერებზე, ტელევიზორებზე, ხორცის მანქანებზე, ყავის მადუღარებზე, ასევე „ტექნო ბუმი“ გაძლევთ შანსს, 24 თვიანი 0%-იანი განვადებით შეიძინოთ სარეცხი მანქანები, ჩასაშენებელი და სხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 50%-იანი ფასდაკლების აქცია „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)