|
2018-07-13 19:28:32, 1799 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: არსებული ბიზნეს კლიმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და მოქმედი საგადასახადო რეჟიმები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი ადგილი საერთაშირისო ბიზნესის წარმოებისათვის. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული მომავალშიც. "ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ვხდებით ლოგისტიკური ჰაბი. გვინდა რომ ფინანსური ჰაბიც გავხდეთ. ონლაინ რეჟმში უნდა შეეძლოთ დასავლურ კომპანიებს, გახსნან საბანკო ანგარიში საქართველოში და სრულფასოვანი ოპერაციები გააკეთონ ისე, რომ საქართველოში არც ჩამოვიდნენ. შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის დააფუძნონ რეგიონალური ოფისები, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას", - განაცხადა მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)