06:14 - 05 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 11:37:22, 1361 ნახვა

სამხედრო
თბილისში ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია გაიმართება

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების  შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ექსპერტები ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში, „ექსპო ჯორჯიას“ საკონფერენციო დარბაზში 8-10 ივნისს გაიმართება. კონფერენციის თანამასპინძლები არიან ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა და საქართველოს შეიარაღებული ძალები.

ნატო-ს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენცია მნიშვნელოვანი სამხედრო ფორუმია, სადაც ტრანსფორმაციის საკითხები  და  ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამომავლო გამოწვევები განიხილება. 

ყოველწლიურ ღონისძიებაზე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსებს შესაძლებლობა აქვთ  ერთმანეთს სტრატეგიულ საკითხებზე სამომავლო ხედვა გაუზიარონ. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებში ტრანსფორმაციის შესახებ აზრთა გაზიარებასა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics