|
2018-07-10 10:55:34, 6893 ნახვა
კულტურა
„თიბისი ბანკის“ ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits" გაიხსნა
თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits" გაიხსნა. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რეჟისორი გიო მგელაძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, მუსიკის კრიტიკოსი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა, მხატვარი იური ბერიშვილი, გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია, მწერალი არჩილ ქიქოძე - გამოფენა საზოგადოებისათვის ამ და სხვა კარგად თუ ნაკლებად ცნობილი 28 ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს. ფოტოგრაფის თხოვნით ფოტოგმირებმა საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ თავიანთი დამოკიდებულება, ფიქრები და განწყობა რამდენიმე ფრაზით გადმოსცეს, რომლებიც ლევან ხერხეულიძემ ნამუშევრებს თან დაურთო. სანამ ფოტოსერია "Spirits" საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებდა, მანამდე ლევან ხერხეულიძემ 11 წლის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები ამავე სახელწოდების ფოტოწიგნად გააერთიანა. ფოტოგრაფისთვის წიგნისა და გამოფენის მიზანი პორტრეტებზე აღბეჭდილი ადამიანების სულისა და განწყობის გადმოცემა იყო. „ამ სერიას „Spirits" დავარქვი, ამ სიტყვის ქართული შესატყვისიდან მის არსს ყველაზე უკეთ ალბათ „სულიერი განწყობილება" გადმოსცემს. ვეთანხმები ფოტოგრაფ ედვარდ შტაიხენს, რომელმაც თქვა, „ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს - თავისივე თავიო." მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი. არსებობს მესამე კომპონენტიც - ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში“, - განაცხადა ლევან ხერხეულიძემ. ფოტოგამოფენა "Spirits" ქუთაისში 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, 18 აგვისტოდან კი ბათუმში გადაინაცვლებს.
(NS)
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
Nvidia-მ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩინეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით
მეუფე იობი -კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)