|
2018-07-09 19:16:52, 981 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ანკარას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის ხელმძღვანელი დახვდა. გიორგი მარგველაშვილი ანკარას თურქი კოლეგის მიწვევით სტუმრობს. საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წარმომადგენლები 21 ქვეყნის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერ თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაცია ნატო-ს სამიტის წინ. "დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს თურქეთში თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. საქართველოს პრეზიდენტს საშუალება ექნება ასევე ჰქონდეს კომუნიკაცია არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელთან, რომელიც ასევე მონაწილეობენ ინაუგურაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. თურქეთი არის და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად, თურქეთი არის ძალიან დიდი მხარდამჭერი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და მათ შორის ნატოს სამიტის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს თურქეთში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ანკარაში პრეზიდენტის ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
პაველ ჰერჩინსკი - ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, ევროპული საბჭოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა იქნებოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)