|
2018-07-09 16:00:25, 864 ნახვა
ეკონომიკა
დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას
"დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ დღეს ქუთაისში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ბიზნესთან დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის თაობაზე ქვეყნის მასშტაბით აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. "კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. რამოდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიენი დაბეგვის ახალი წესი, რომელიც უპრეცენდენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველი კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)