|
2015-06-01 17:43:55, 6226 ნახვა
კულტურა
ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით „მილიონრების“ პრემიერა გაიმართება
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლ „მილიონრები ” -ს პრემიერას გამართავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოხუმის დრამატული თეატრიდან აცნობეს. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, „არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს. განსაკუთრებით მიტაცებს ომის დროს მომხდარი ამბების მოსმენა. ამბების, რომლებსაც პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან არ აქვს. ყვებიან უშუალოდ, იუმორით, ზედმეტი ემოციების გარეშე ამბებს, რომლებიც ხშირად ძალიან ამაღელვებელია. სწორედ ამ ამბების მოსმენისას გამიჩნდა ახალი სპექტაკლის ფორმის იდეა. ჩემთვის ამოუხსნელი რჩება ის სითბო და სიყვარული, რომლითაც იხსენებენ იმ ურთულეს პერიოდს.დიდი გაჭირვების მიუხედავად მაინც კარგად ახსენდებათ ის დრო. იქნებ თეატრში მაინც შევძლოთ ადამიანის ამ უცნაური თვისების ამოხსნა. როცა შენ გარშემო ასეთი გასაჭირია როგორ უნდა იგრძნო თავი ასე მხიარულად და უდარდელად? “ვცხოვრობდით მილიონრებივითო” - ასე იხსენებენ ღიმილით იმ დროს. სპექტაკლში გამოვიყენე ტექსტები ცნობილი იტალიელი დრამატურგის ედუარდო დე ფილიპოს რამდენიმე პიესიდან. ომი ყველგან ომია, იტალიაშიც და საქართველოშიც. ალბათ ამიტომაცაა, რომ სპექტაკლში გათამაშებული დრამატული და კომიკური სიტუაციები, მოქმედ პირთა ხასიათები და ურთიერთობები ასეთი ნაცნობი და ახლობელია თანამედროვე ქართველი მაყურებლისთვის“. „არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ გგონია, რომ ყველაფერი იცი, მაგრამ ზოგჯერ ისეთ ამბავს მოგიყვებიან გაოცდები. იცი არ გატყუებენ! ასე მემართება, როდესაც ჩემი დიდი ხნის მეგობრებისგან, სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობებისგან, გასაოცარ ისტორიებს ვისმენ. ზოგჯერ ძალიან ტრაგიკულს, ზოგჯერ სასაცილოს ." -აცხადებს სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძე სპექტაკლი შედგება ახმეტელის თეატრში 4-5 ივნისს , 20:00 საათზე. სპექტაკლის ავტორი - დავით საყვარელიძე ქორეოგრაფი - ეკა არჩაია რეჟისორის თანაშემწე - ლეილა მურღულია მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ჯენარო - ბადრი ბეგალიშვილი ამალია - მარინა სოლომონია ამადეო - პაატა ვახტანგიშვილი მარია - ვერიკო კალანდია პეპე - ნიკა წერედიანი ფედერიკო - დათო ბერაძე მღვდელი - ბესო ქარჩავა ადელაიდა - ჯულიეტა პაკელიანი ასუნტა - ლონდა კაცია პეპენელა - ლიანა მიქაშავიძე ტერეზა - ნინო შავგულიძე მარგარიტა - სანათა ძაძამია უბნის ინსპექტორი - ნუგზარ წერედიანი ჩაპა, საგადასახადოს უფროსი - იუკა ვასაძე სტუმარი - ედემ ხვიჩია ლუჩია - ლელა შარაბიძე უცნობი ჭირისუფალი - იზოლდა ბოკუჩავა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)