13:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 16:39:04, 439 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ძვირფასო ბავშვებო, გულითადად გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. 

ამ დღეს გილოცავთ მშობლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს - ყველას, ვინც ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ. 

ბავშვები ჩვენი მომავლის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. როგორც ვიზრუნებთ მათზე, ისეთი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა შევქნათ იმგვარი გარემო, სადაც ჩვენი შვილები სრულფასოვნად გაიზრდებიან და ღირსეულ, პროფესიონალ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან. ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ კარგი ჯანდაცვა და განათლება, სათანადო სოციალური პირობები.

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისა და მოქალაქისთვის, რთულია შევინარჩუნო სადღესასწაულო განწყობა, როდესაც ვიცი, რომ ათასობით ბავშვი ჩვენ ქვეყანაში ჯერაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

არსებობს შვედური გამოთქმა: ‘ყველა ბავშვი - ყველას ბავშვია’. ვისურვებდი, რომ სწორედ ასეთი განწყობით მივუდგეთ ყველა - ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი - გამოწვევას, რომელიც ჩვენი მომავლის სახელით დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვს. 

ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ შვილებს“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics