|
2018-07-06 19:15:37, 1019 ნახვა
ეკონომიკა
მეიდანზე ხვალ „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება
კოოპერატივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 7 ივლისს, მეიდანზე 14 :00 საათიდან „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი აგროპროდუქციის მწარმოებელი 20 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. „კოოპ-მარკეტზე“ წარმოდგენილი იქნება მათ მიერ წარმოებული თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო, ჩაი, ყველი და ხილი. ღონისძიება იმართება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით. დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1200 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და, შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)