|
2018-07-06 14:02:24, 881 ნახვა
პოლიტიკა
ასადის რეჟიმის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება სირიის უკვე მეორე ოპოზიციურმა გაერთიანებამ დაგმო
სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა, აბდურრაჰმან მუსტაფამ ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მკაცრად გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ასადის ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. მუსტაფამ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. აღსანიშნავია რომ ეს უკვე სირიის მეორე ოპოზიციური კოალიცაა რომელმაც დაგმო ასადის რეჟიმის ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში. ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე ერთი კვირის წინ ასევე დაგმო სირიის ოპოზიციური ძალების „უმაღლესი მოლაპარაკების კომიტეტის" პრეზიდენტმა ნასრ ალ-ჰარირიმ. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის განცხადებით, ასადის რეჟიმი არალეგიტიმურია და შესაბამისად, მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ პოზიცია არის უკანონო. აბდურრაჰმან მუსტაფა აღნიშნავს, რომ ასადის რეჟიმი გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთისგან მიღებული ბრძანებების საფუძველზე, ვინაიდან ის გადაქცეულია უბრალო პაიკად რუსეთის ადმინისტრირების ქვეშ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქართველმა და სირიელმა ხალხმა თავის თავზე იწვნია რუსეთის ფედერაციის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკანონო რეჟიმების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავდა მათი თავისუფალი და ღირსეული განვითარების შეფერხებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბდურრაჰმან მუსტაფა შეხვდა საქართველოს ელჩს თურქეთში, ირაკლი კოპლატაძეს, და საქართველოს გენერალურ კონსულს სტამბულში, ინგა კიკვაძეს, რომლის დროსაც განხილულ იქნა სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. სირიის ოპოზიციური და რევოლუციური ძალების ეროვნული კოალიციის პრეზიდენტმა გამოხატა ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვა სირიელი და ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ თანამშრომლობის სურვილი.
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)