|
2018-07-05 11:10:01, 1023 ნახვა
ეკონომიკა
6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 31%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,103,151 მგზავრს მოემსახურა. რაც 31% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1,607,892 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,675,073 მგზავრს მოემსახურა, რაც 30 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,287,275 მგზავრი ). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 6 თვეში მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაიზარდა და 28 % შეადგინა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 183,632 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 234,679 მგზავრი შეადგინა. ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ 6 თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190,272 მგზავრმა ისარგებლა. რაც 43 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (133,424 მგზავრი). რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 6 თვეში 3,063 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 156 რეისი შესრულდა.
(NS)
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)