|
2018-07-04 12:08:31, 917 ნახვა
პოლიტიკა
ბიბილოვი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე: ეს შეშფოთებას იწვევს - რუსეთთან ერთად უსაფრთხოებას დავიცავთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ე.წ. პრეზიდენტმა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, "ხელისუფლება რუსეთთან ერთად ყველაფერს გააკეთებს რათა რეგიონის უსაფრთხოება უზრუნველყოს". „საქართველოს უფლება აქვს ნებისმიერ ალიანსს შეუერთდეს, სამხრეთ ოსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. ამავდროულად, ეს შეშფოთებას იწვევს და სწორედ ამიტომ, ყველაფერი კეთდება, რათა რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალისმიერი სცენარებისგან დავიცვათ. სწორედ ამიტომ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან კონტურებს ქმნის და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა პასუხობდეს ჩვენს საზღვრებთან ნატო-ს ძალების გამოჩენის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე დამატებითი რუსული სამხედრო კონტინგენტის ან ბაზების განლაგების საჭიროება არ დგას“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. მანამდე საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო შესაძლოა ნატო-ს წევრი 2021 წელს გახდეს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)