|
2018-07-02 14:49:26, 850 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: მოხარულები ვართ, რომ ჰონგ კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება
„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოსა და ჰონკონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ჰონგ-კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის მადლობა გადაუხადა. "როგორც საქართველო, ისე ჰონგ-კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენს შორის შეთანხმება ძლიან მოკლე დროში მოხდა. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ კონგში (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. ხელმოწერა ჰონგ კონგში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის" სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)