03:23 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 19:19:25, 1267 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: სავალუტო ფონდის მიერ პოზიტიურადაა შეფასებული დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ღონისძიებები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე, დიდი ინტერესი გამოიწვა ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც ითვალისწინებს ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის დანერგვას ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც შეფასდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საქართველოს შესახებ.  

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ასევე, პოზიტიურადაა შეფასებული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ დოლარიზაციის შესამცირებლად განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებები.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც 2018 წლის  დასაწყისიდან ფიქსირდება ქვეყნის ეკონომიკაში. 

„დღეს,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისის თვისთვის, რომელმაც 7.5 პროცენტი შეადგინა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, მაისში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ასევე, მაღალი იყო - 5.3%. ეს ხაზს უსვამს, თუ რამდენად მდგრადი იყო ეკონომიკური ზრდა ქვეყანში. ჩვენ ასევე, გვქონდა თვალსაჩინო ზრდა ექსპორტის მიმართულებით - ექსპორტი გაიზარდა 50 პროცენტით. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ამის გარანტიაა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. 

მისი თქმით, მთავრობის კიდევ ერთი რეფორმა, რომელსაც ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს - ესაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, რომელიც საპენსიო რეფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს ეროვნული დანაზოგების ზრდას და კერძო სექტორის გაძლიერებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics