|
2018-06-28 11:50:32, 844 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს სრულად იზიარებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა დაეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ არის დადასტურებული სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ფონდისაღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი, უმეტესობა მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. მიმოხილვაში ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და გაუმჯობესებაზე - ეკონომიკური ზრდამოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურულირეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. ამასთან, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია. სავალუტო ფონდის შეფასებით, შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები, რაც მიზნად ისახავს მაღალ და ინკლუზიურ ზრდას, ეკონომიკის მდგრადობის უზრუნველყოფას და განათლების, ინფრასტრუქტურის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)