|
2018-06-27 15:04:19, 970 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო აგარაში სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე სამხედროების გარდაცვალების ამბავს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყება მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვილთა ოჯახებს უსამძიმრებს: "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლების, გრიგოლ კამანდოს ძე გარაყანიძისა (13.03.1964) და უმცროსი სერჟანტ გაბრიელ ნოდარის ძე გვარჯალაძის (26.08.1974) დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მათ ოჯახებს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსუბუქი ავტომანქანა „ŠKODA“, რომელსაც სავარაუდოდ გრიგოლ გარაყანიძე მართავდა, თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ სატვირთო ტრაილერს „DAFF“ შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ორივე პიროვნება ადგილზევე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა ორმა პიროვნებამ. მათგან ერთის - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლის, უმცროსი სერჟანტ ალექსანდრე აკაკის ძე კახიანის (26.11.1981) ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად ის მოთავსებულია ქალაქ გორში მდებარე სამედიცინო ცენტრში „გორმედი“. პირველადი გამოკვლევებით აღენიშნება თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და მრავლობითი მოტეხილობები. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე პიროვნება, გრიგოლ გარაყანიძის შვილი - ირაკლი გრიგოლის ძე გარაყანიძე შპს „გორმედში“ რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარების შემდეგ გაიწერა. მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
პუტინისტმა ფიფიამ პროპაგანდისტულ СОЛОВЬЁВ LIVE -ს ეთერში რუსეთ-საქართველოს დალაგებად ურთიერთობაზე და "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე ისაუბრა
მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ, ადგილზე ხმაურიც იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)