|
2018-06-27 11:09:30, 736 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი ისტორიული დოკუმენტია
„პირველად ხდება, როდესაც ამერიკის კონგრესში, ჩვენი მეგობრების ინიციატივით ასეთი აქტი შედის - ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა",- ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესმენებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ კონგრესმენებს საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის კონგრესში ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დოკუმენტში ასახულია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და დადასტურებულია მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. „მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს - ტედ პოს და ჯერი კონოლის საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირებისთვის კონგრესში. ეს არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა. პირველად ხდება, როდესაც ასეთი აქტი შედის ჩვენი მეგობრების ინიციატივით ამერიკის კონგრესში. ამ დოკუმენტში არის ასახული ჩვენი გამოწვევები და არის გამოხატული ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ყველა მიმართულებით. აქ არის საუბარი, მათ შორის, რუსულ აგრესიაზე, იმ ვითარებაზე, რომელიც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ არის დაგმობილი ის მოვლენები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის, საუბარია, იგივე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, პოლიტიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული დოკუმენტი და იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტს ექნება ამერიკის კონგრესში",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)