22:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 16:47:21, 544 ნახვა

ზურაბ ხაჩიძე - ის გოგოები, რომლებიც ირაკლის დაესხნენ თავს, ფხიზლები არ იყვნენ

"ჩემი ინფორმაციით, რასაც მეზობლებიც მეუბნებიან, ის გოგოები, რომლებიც ირაკლის დაესხნენ თავს, ფხიზელ მდგომაროებაში არ იყვნენ", - ამის შესახებ "ქუჩის ბიჭების" წევრმა ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა.

ხაჩიძის თქმით, ის თავდამსხმელებს არ იცნობს.

„მეც მაქვს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში. იმ სახლთან გარე პერიმეტრის კამერები არის, სათვალთვალო. ალბათ სამართალდამცველებს ამოღებული აქვთ კამერების ჩანაწერები და შესაბამისად ყველა ერთად დაველოდოთ გამოძიებას. ეს გოგონები, რასაც მეუბნებიან მეზობლები, არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ეს იყო თრობით მიღებული თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ ვერ გეტყვით. არც ერთ გოგონას არ ვიცნობ და მით უმეტეს იმ ბიჭს, რომელიც მანქანაში იჯდა. თუ ბიჭია ისიც, ეგეც გასარკვევია“, - აღნიშნა ზურაბ ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქუჩის ბიჭების" სოლისტს ირაკლი ნოზაძეს თავს გუშინ საღამოს, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. თვითმხილველების თქმით, ნოზაძეს თავს ორი ქალი დაესხა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics