20:41 - 17 Aug, 2026
|
2018-06-25 12:52:34, 1043 ნახვა
პოლიტიკა
დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თეა წულუკიანი თანამდებობის დატოვების შემდეგ მმართველ გუნდს უფრო თავისუფლად გააკრიტიკებს. „ქართულ ოცნებას" თუ აქვს შეცდომები, გარედან კარგი კრიტიკა გამოსდის ამ ქალბატონს. მე ვფიქრობ, რომ თავისუფალი როდესაც იქნება დაკავებული თანამდებობიდან, მეტი საშუალება ექნება უფრო რეალურად გვაკრიტიკო. ერთი თვეა ამას ვლაპარაკობ, ეს სიახლე არ არის. გუნდის შიგნითაც მაქვს დაფიქსირებული აღნიშნული პოზიცია და თქვენთანაც ვამბობ ამას“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)