19:17 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 19:00:25, 450 ნახვა

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიმართება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ბათუმში, 25 ივნისს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება სამეწარმეო მარკეტი, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა, რათა შეძლონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია და რელიზაცია.

ღონისძიება, რომელშიც როგორც სააგენტოს ბენეფიციარები, ასევე სხვა დამწყები მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეები და მათი პროდუქციის ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს ბათუმში, ერას მოედანზე.

გამოფენა-გაყიდვაზე, როგორც ადგილობრივ სტუმრებს, ასევე ტურისტებს შეეძლებათ დაათვალიერონ და შეიძინონ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, ხელნაკეთი აქსესუარები, სახლის დეკორი, სასურსათო პროდუქცია, საკონდიტრო ნაწარმი, ჩაი, ჩირი და სხვა. ამასთანავე, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან. 
გვჯერა, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების ამაღლებას და ქმნის ალტერნატიულ სავაჭრო/გასართობ სივრცეებს.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics