2018-06-21 16:36:11, 980 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
მთავრობის მეთაურმა სამუშაო კაბინეტში მინისტრების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. სამთავრობო გუნდს მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი, წინააღმდეგი იყო.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი სამინისტროების რაოდენობას 14-დან 11-მდე ამცირებს. მამუკა ბახტაძე 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით მივა.
ავტორი: ,