|
2018-06-21 13:55:59, 1326 ნახვა
ეკონომიკა
საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Blockchain & Bitcoin Conference Georgia"-ზე განიხილეს. საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა პანელურ დისკუსიაში „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პერსპექტივები სახელმწიფო მმართველობის სფეროში" უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ისაუბრა. მან საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს, მაინერებს, ეკონომისტებს, ICO კონსულტანტებსა და ანალიტიკოსებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სარეგისტრაციო წარმოებაში დანერგვის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილება გაუზიარა. „დღევანდელ კონფერენციაზე ვსაუბროთ საჯარო სექტორში ბლოკჩეინის გამოყენების შესახებ. ბლოკჩეინი არის საინტერესო ყველასთვის, რადგან ეს სისტემა სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის. ბლოკჩეინისა და საჯარო რეესტრის საშუალებით საქართველო უფრო პოპულარული გახდა მსოფლიოში,"- აღნიშნა მარიამ ტურაშვილმა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია წარმატებით დანერგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველია, რომელიც 2017 წლის თებერვლიდან მიწის რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს ხდის, ეს სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო და კომფორტულია. "Blockchain & Bitcoin Conference Georgia" პირველი საერთაშორისო კონფერენციაა საქართველოში კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინისა და ICO-ს შესახებ, სადაც ბლოკჩეინ ენთუზიასტები, ბიზნესმენები, მაინერები, სტარტაპები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ახალი ტექნოლოგიების საინვესტიციო შესაძლებლობების განიხილვენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)