20:31 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 19:33:28, 967 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ეუთო-ში მუდმივ წარმომადგენელთა ჯგუფი ეწვევა

19-21 ივნისს საქართველოს ვიზიტით ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდგომ, ეს გახლავთ  ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტი საქართველოში.

ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ასევე, იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და მოინახულებენ ეუთო-ს დაფინანსებით განხორციელებულ პროექტს სოფელ სობისში. ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ  უსაფრთხოების კუთხით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების მდგომარეობას. ასევე, მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმების თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics