20:31 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 17:59:02, 1297 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, პარლამენტს დღეს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით,  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს პარლამენტს დღეს წარუდგენს.

ამის შესახებ განცხადება ანა ნაცვლიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ და წარდგენილ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს.
კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე,  ბუნებრივია, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც  განსაზღვრავს ამას საქართველოს კონსტიტუცია", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ძალიან ნათლად დააფიქსირა და აღნიშნა, ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი.

,,პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხია- რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი.

ბუნებრივია, პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის კონსტიტუცია.

პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს 7 დღის ვადა, თუმცა, ეს აქტი გამოიცემა დღეს და კიდევ ერთხელ ის მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რომელსაც მას აკისრებს ამ ქვეყნის უზენაესი კანონი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური განსხვავებული პოზიცია აქვს",  - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შესაბამისი განკარგულება: 

https://www.president.gov.ge/ka-GE/sajaro-informacia/samartlebrivi-aqtebi/saqartvelos-prezidentis-gankarguleba-N15-06-02.aspx





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics