10:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 17:44:01, 487 ნახვა

დედათა და ბავშვთა დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილობა შემცირებულია, ასევე, შემცირებულია მკვდრადშობადობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში განუცხადა, სადაც პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მიმდინარეობის ანგარიში იყო  წარმოდგენილი.

დარგის სპეციალისტებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელებს 2017 წლის ანალიზი და ის სიახლეები გააცნეს, რაც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი. 

შეხვედრაზე სამედიცინო საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ და მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ.

ღონისძიებაზე განხილული იყოს ის ცვლილებები შედეგები, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, კერძოდ: 

• პაციენტი მიდის შესაბამის დაწესებულებაში რისკის შესაბამისად, მსგავსი შემთხვევების მაჩვენებელი 90%-ია;

• შემცირებულია რეგიონებიდან პაციენტების რეფერირება;

• შემცირდა დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი;

• შემცირდა მკვდრადშობადობა;

• შემუშავდა პერინატალური სერვისის ხარისხის ინდიკატორები და მიმდინარეობს მკაცრი მონიტორინგი;

• ქვეყნის 3 დიდ ქალაქში დაიწყო სელექტიური კონტრაქტირება; (თბილისის 22 პერინატალური სერვისის მიმწოდებლი დაწესებულებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს მხოლოდ 15 კლინიკა);

• 2017 წელს დაინერგა პერინატალური აუდიტის სისტემა, რაც ადრეული ნეონატალური სიკვდილობის  და მკვდრადშობადობის მიზეზების დეტალური შესწავლის საშუალებას იძლევა.

ღონისძიებას დედათა და ბავშვთა დაწესებულებების 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიასკუსია. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics