10:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 17:44:16, 440 ნახვა

ნოდარ კერესელიძე: ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას უპრეცედენტო დახმარებას უწევს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ევროკავშირი უპრეცედენტო დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დახმარება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს”, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

ბათუმში გამართულ ორდღიან კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა” რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბით არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან  მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები. კონფერენციის მეორე დღე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტიანი მოდელის შექმნის თაობაზე მსჯელობას დაეთმო. საუბარი შეეხო სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას. როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი განხილულ იქნა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics