|
2018-06-14 11:39:55, 1033 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია, ავნებს საქართველოს
„ეს მასკარადი, როდესც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია, ჩემი აზრით ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს და სტაბილურობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის და მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. მარგველაშილმა მმართველ გუნდს მიმართა და პრემიერად იმ ადამიანის დასახელებისკენ მოუწოდა, რომელიც პარტიის ლიდერია. „მოვუწოდებ საქართველოში პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალებს, აიღონ თვიანთი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მათ შორის მმართველი პარტიას ყველაზე მეტად და დაასახელონ პრემიერ მინისტრად ის ადამიანები, რომელიც არის პარტიის ლიდერი, რომელთანაც მე მიმუშავია როგორც პრემიერ მინისტრთან, მინისტრის რანგში და შემიძლია, ვთქვათ რომ ის ყველაზე კარგი პრემიერ მინისტრი იყო ჩემი გამოცდილებით. ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი მე როგორც მინისტრი და თანამშრომლობა ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო მაგრამ ეს მასკარადი როდესც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები თურმე არის პარტია და ეს არ გამოიხატება რეალურ ცხოვრებაში ჩემი აზრით ავნებს საქართველოს, საქართველოს ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)