06:11 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 14:44:09, 420 ნახვა

კახა კალაძე 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სიცოცხლე ყველაზე დიდი დანაკარგია, რომელიც დედაქალაქმა 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად მიიღო. 

„სამწუხაროა, რომ სტიქიის შედეგად, დაღუპულები გვყავს. ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რაც დაინგრა, ყველაფერი აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ვერ დავაბრუნებთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენი ქალაქისთვის, მთელი  ქვეყნისთვის, თუმცა სტიქიის შემდეგ დღეებში, მძიმე წუთები და დღეები ახალგაზრდების ერთობამ და სოლიდარობამ გადაგვატანინა. მადლობას ვუხდი თითოეულ ახალგაზრდას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოხალისედ იყო ჩართული ქალაქის გაწმენდისა და დასუფთავების სამუშაოებში. ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები იმყოფებოდნენ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics