|
2018-06-13 11:38:15, 640 ნახვა
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება
ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, მარათონი „თბილისი“ დაფუძნდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მარათონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება. „მინდა გაცნობოთ ახალი, ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვას ეხება. ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრება. ვაპირებთ, დავაფუძნოთ მარათონი „თბილისი“, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის, რასაკვირველია, სპორტსმენებს - ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ვისაც სურვილი აქვს. მარათონი 24 ივნისს, 09:00 საათზე, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საზოგადოებას მოუწოდა, აღნიშნულ აქტივობაში ჩაერთოს და მარათონში მონაწილეობა მიიღოს. „ვფიქრობ, რომ ეს კარგი ინიციატივაა. ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩავერთოთ და ერთად ავუხსნათ, ვუთხრათ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა თითოეული ჩვენგანისთვის. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს წაადგება იმ საქმიანობაში, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)