2018-06-10 16:14:00, 1536 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუს“-ის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
ორგანიზატორების განცხადებით, აქცია დაანონსებულ დროს, 16:00 საათზე დაიწყება.
აქციას უკვე შეუერთდა სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი, რომელთა უმეტესობაც მიკროავტობუსებით ჩამოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით 16 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება. მძღოლებს რუსთაველის გამზირის პარალელური ქუჩებით შეეძლებათ მოძრაობა.
ტერიტორიაზე ასევე დაემატა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილზე უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.
სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება პარლამენტის ეზოში.
ავტორი: ,