01:34 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 12:28:07, 635 ნახვა

ადვოკატი: მერაბ მორჩაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და დუმილის უფლებას იყენებს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატის, ზაალ თავაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

ადვოკატის თქმით, მერაბ მორჩაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მანვე დასძინა, რომ ბრალის წაყენება მაქსიმუმ 15:00 საათამდე მოხდება.

„რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შსს-დან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მას შემდეგ არ მისაუბრია. გუშინ ასეთი გადაწვეტილება მიიღო, რომ, პირველ ეტაპზე, დუმილის უფლება გამოიყენა. როცა ბრალს წარუდგენენ, მერე უკვე შევხედავთ და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. როცა გაეცნო მისი დაკავების განჩინებას, თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მას არავისზე ზემოქმედება არ მოუხდენია, ეს მისი პოზიციაა, ხოლო ჩვენებაზე ამ ეტაპზე დუმილს იყენებს. პროკურორთან საუბარი მქონდა იმაზე, როდის აპირებენ ბრალის წარდგენას, მაგრამ ჯერ არ იციან, თუმცა ეს მაქსიმუმ შუადღის 15:00-მდე უნდა მოხდეს, რადგან ასეთია საპროცესო ვადები“, – განაცხადა ზაალ თავაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics